გელათის სამონასტრო კომპლექსში ფრესკები კიდევ ერთი ტაძარი ზიანდება - ბარათაშვილი

გამოქვეყნდა:

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი, კიდევ ერთი ტაძარი ზიანდება- მე-13 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შიდა კედლებზე, ბოლო პერიოდია ფრესკები იშლება.

ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი მოუწოდებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, დაუყონებლივ მიიღოს ზომები დაზიანებული ფრესკების გადასარჩენად.

"წმინდა გიორგის ეკლესია არის ახლა ის ადგილი, სადაც მომლოცველები იკრიბებიან, ჩვენ ვაფიქსირებთ ყოველდღიურად მხატვრობიდან ჩამოყრილ დეტალებს, უნდა იყოს აუცილებლად დისტანცია კედლიდან და ინვენტარი, რომლითაც ახალ დაიტვირთა ტაძარი, უნდა იყოს გამოტანილი.ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ვითხოვთ პასუხისმგებელი ორგანოებისგან, მაქსიმალური სიფრთხილე იქნას ამ შემთხვევაში მაინც გამოჩენილი",- ამბობს თორნიკე ბარათაშვილი. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი