კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკო-ს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას 23 ივნისს დაიწყებს. ჯგუფიის სამუშაო პერიოდი კი 30 ივნისამდე გაგრძელდება.

"კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების შემდგომი სამოქმედო გეგმა.

კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი