ირაკლი კობახიძის განცხადებას და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სასმართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება და წერს:
ვუსმინე ირაკლი კობახიძეს და მინდა გამოვეხმაურო.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ამ 9 კანდიდატზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა, არ შეუჩერებია.
1 აპრილს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამატებითი განახცადები მივიღეთ და ზუსტად ამ კომპონენტზე ვენეციის კომისიამ შემდეგი რამ გვითხრა.
დამატებითი განახცადების მიღების საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან აუცილებელია კანდიდატებთან თანასწორი მოპყრობა და ბოლოს დაამატა, რომ საჭიროა რესტარტი:
"ამ მიზეზის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყება" - "For this reason, the procedure may need to be restarted."
მაგრამ რესტარტი არ ყოფილა!
კიდევ ერთი საკითხი, რომ ამბობენ რომ შეჩერება საჭირო არ არის. ამჟამად დანარჩენი ორ კონკურსი, რომლებიც გასულ წელს გამოცხადდა თითო ვაკანსიაზე - ფაქტობრივად შეჩერებულია, რადგან არაფერი აღარ ხდება. საინტერესოა, იქ არ იყო შერჩევის პროცესის კანონით განსაზღვრული ვადები, რომლის დაცვის ვალდებულება საბჭოს ჰქონდა
ბოლოს ერთ კითხვას დავსვამ მოსამართლე ლევან თევზაძესთან დაკავშირებით.
2019 წელსაც იყო ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობს კანდიდატი და დღესაც არის, როგორ ახერხებს ამას ხომ არ იცით
საუკეთესოა?
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ადამიანის ნათესაური კავშირის გამო ეუთოს ანგარიშში შემდეგი რამ ჩაიწერა, ის მაინც კანდიდატია:
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა არ მოახდინა თვითაცილება მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოექმნათ ინტერესთა კონფლიქტი იმის გამო, რომ ორ განმცხადებელთან მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი მეუღლის მხრიდან“.
ლევან თევზაძე ნათელი მაგალითია იმისა, რომ პროცედურების გაუმჯობესებას შედეგი არ მოაქვს - წერს ჯანეზაშვილი