ჯარიმებზე ამნისტია ბადებს ეჭვს, რომ მხოლოდ მოახლოებული არჩევნებითაა განპირობებული - IDFI

გამოქვეყნდა:

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" Covid რეგულაციების დარღვევებზე დაანონსებულ ამნისტიას უარყოფითად აფასებს და წერს, რომ ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მოახლოებული არჩევნებით ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული.

ორგანიზაცია წერს, რომ ქვეყანა კვლავ ებრძვის პანდემიას, ამნისტიის გამოცხადებით კი სახელმწიფო თავადვე აკნინებს მის მიერ გამოყენებული ან/და მომავალში გამოყენებადი შეზღუდვების ლეგიტიმურობას.

"ამნისტიის გამოცხადება  მნიშვნელოვნად წაახალისებს Covid რეგულაციების დარღვევის ფაქტებს მომავალში, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოსგან რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას გამოიწვევს. აღნიშნულს, გარდაუვლად მოჰყვება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტები.

პანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციის თვალსაზრისით არაერთი პრობლემა ვლინდება, ხოლო ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის Covid რეგულაციების დასაწესებლად საჭირო უფლებამოსილების გაგრძელებას. ამ პირობებში, ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით  ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული", - წერია DIFI-ის განცხადებაში.

IDFI წერს, რომ თუ სახელმწიფოს სურს, პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პრევენცია და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, მან ამისთვის პრევენციული და შემდგომი რეაგირების ეფექტური მექანიზმები უნდა შეიმუშაოს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი