სამუდამო პატიმრობამისჯილ დავით მურჯიკნელს დამატებით 25 წლიანი სასჯელი ემუქრება - მკვლელობა საბერძნეთის ციხეში

გამოქვეყნდა:

დავით მურჯიკნელს, რომელმაც საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლა დამატებით, 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.  ბრალდებულის ადვოკატი, დიმიტრის გაველასი საქმის მასალებს პროკურატურაში დღეს გაეცნობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც დღესვე შეხვდება.

საქმის განხილვა სამშაბათს კრეტაზე გაიმართება. დავით მურჯიკნელს, 2008 წელს ბერძენი მსახიობის ნიკოს სერღიანოპულოსის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 

რაც შეეხება ამ კრიმინალურ გარჩევას, თანამოსაკნეებს შორის დაპირისპირება კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. დავით მურჯიკნელმა საქართველოს მოქალაქეს, ჭრილობა ხელნაკეთი იარაღით, გულის არეში მიაყენა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი