"პატიმარი მეუბნება შენ ვინც დაგიჭირა, იმან დამიჭირა მეო...ასმათს ჰყავს ისიც დაჭერილი" - წულაიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას უცხადებდა, ასევე, მოსამართლეს, რომელმაც ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

წულაიამ თქვა, რომ "ცოტა წყენაც აქვს გულში", რადგან პოლიტიკოსების ნაწილს ის საერთოდ არ უხსენებია.

"ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარადჭერას. დანარჩენებს მაინც და მაინც თავი არ მოუკლავთ და თუ თვლიან ისინი, რომ ამ ხელისუფლებამ იმიტომ დამიჭირა, რომ ქალის უფლებების დაცვა უნდათ და ასმათზე იყვნენ გადარეული, ძალიან შემცდარან. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა ისევ წამოიწია და პროკურატურამ რაღაც განცხადებები გააკეთა, კაცი შვილს არ ვუხსენებივარ.

მე მიკვირს, პროკურატურის განცხადებაში იყო ჩემი სახელი და გვარი ნახსენები, რომ ვიყავი უკანონო მოსმენაზე და ოპოზიციას არ ვუხსენებივარ, "ოცნებამ" მახსენა. ამას ყველაფერს გვერდით გადავდებ, მთავარია ამ ქვეყანაში უსამართლო სასამართლო დამთავრდეს", - თქვა მან. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წულაია ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს -  "პოლიტიკაში დავრჩები, აბა რას ვიზამ. დავრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე".

როგორც ცნობილია, წულაიამ ციხეში შიმშილობა რამდენჯერმე დაიწყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ 25 კილო აქვს დაკლებული, თუმცა, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. 

წულაიამ ძალადობა კიდევ ერთხელ უარყო და თქვა, რომ ვერ ნახავენ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ "გოგი მოძალადეა". 

"მთელი ცხოვრება ვებრძვი ძალადობას და დამაბრალეს ძალადობა. ტრაგედია რა იყო იცით?! პატიმარი შემხვდა მიცინის, მე ვუთხარი რა გაცინებს, მეუბნება შენ ვინც დაგიჭირა, იმან დამიჭირა მეო. ესე იგი ასმათს ჰყავს ისიც დაჭერილი. ეს უკვე ხომაა იმის ნიშანი, რომ ეს ქალბატონი სუს-ის... მე ასმათზე თუ ვიყო გულმოსული, 2 შვილს ვფიცავარ", - თქვა წულაიამ. 

პოლიტიკოსმა თქვა, რომ "მთახოვარ ხელისუფლებაზე გულმოსული", რომელიც ქალებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს და აგენტობის გზას სთავაზობს. მან ასმათ დვალიშვილი უშიშროების თანამშრომლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "ციხეში მისი სახელობის კორპუსია".

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი