"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც პარტიაში ამბობენ, ნებისმიერ პროცესში შესვლა, იქნება "გაპრავება" და მმართველ პარტიას არ უნდა მისცენ იმის საშუალება, რომ ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს.
შარლ მიშელის დოკუმენტი ითხოვს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას და მართლმსაჯულების რეფორმაზე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებას. ნებისმიერ განხილვაში მონაწილეობის მცდელობა, თუნდაც იმ მოტივით, რომ წარმოვაჩინოთ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა, თუნდაც კანდიდატებთან დაკავშირებით, შეგვიყვანს "გაპრავების პროცესში" და "ქართულ ოცნებას" საშუალება ექნება თქვას, რომ პროცესი დემოკრატიული იყო. ამ პროცესს ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ, ამიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას განხილვებში", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში მომავალ კვირაში დაიწყება.