ხაზარაძე- ჯაფარიძის საქმე - სასამართლომ სებ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი გამოკიხთა

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, ასევე ტვ პირველის დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის პროცესი საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.

დღეს სამი მოწმე, მათ შორის, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი გამოიკიხთა. დაცვის მხარის თქმით, ეს არის პოლიტიკური საქმე, სადაც არ არსებობს ბრალის დამადასტურებული მტკიცებულებები. 

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი