პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენენ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, მოსმენები სამშაბათს, 6 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება.
როგორც ოხანაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია კანდიდატებთან გასაუბრებაზე უარს ამბობს, მათ კითხვების დასასმელად დრო მაინც გამოეყოფათ.
იხილეთ ასევე: