საქართველოში პოლარიზაცია ვნახეთ ბოლო დროს, თუმცა სასიამოვნოა, რომ პარლამენტმა დაიწყო ფუნქციონირება და გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტური ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ვიცი, რომ ზოგიერთი რეფორმა კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ეს რეფორმები პირველ რიგში მნიშველოვანია ქართველი ხალხისთვის და მერე ნატოსთვის, მთავარია, რომ ქართველ ხალხს სურს წინსვლა...
პოლიტიკური პროგრესი, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღწეული, საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები ტარდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ. ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს, და ეს ასეც უნდა იყოს, არ ეთანხმებიან ერთმანეთს, როდესაც თვლიან საჭიროდ, მაგრამ მტავარია, რომ ისინი მუსაობენ ერთად, რომ იპოვონ გამოსავალი. მე შევხვდი რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, მოვისმინე სხვადასხვა მხარისგან და მათ განსხვავებული ხედვები აქვთ, მაგალითად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, - ამბობს ჯეიმს აპატურაი.
იხილეთ ასევე: