"სტრატეგია აღმაშენებელი" უზენაესის მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

"მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას:

1. შეასრულოს სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება

2. შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი

3. იურიდიული კომიტეტის ფორმატში შეიქმნას სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი და ამ ფორმატში მომზადებული და განხორციელებული სასამართლო რეფორმების შემდეგ, დაიწყოს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი", - წერია პარტიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი