შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ გმობენ ძალადობრივ თავდასხმებს. მისი განცხადებით, სამართალდამცავები და ხელიუსფლების წევრები ვალდებულები არიან გაოხატვის და შკერებით თავისუფლება დაიცვან.
"ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები", – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი.
დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული.