იურიდიულ კომიტეტში, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატიდან, დღეს ბოლო კანდიდატის, გიორგი შავლიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს,
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და დღეს სრულდება.
2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა.
პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა. ორგანიზაციამ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებაც გაავრცელა.