ანტი-ლიბერალური ჯგუფის, "ქართული იდეის" ლიდერი ლევან ჩაჩუაც გამოკითხვაზეა. ინფორმაციას ამის შესახებ "ქართული იდეა" Facebook-ზე ავრცელებს. 

ცნობისთვის, 16 ივლისს დილიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს. გამოკითხვაზე გადაყვანილები არიან მამა-შვილი ფალავანდიშვილები და "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა მახარაძე. 

ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული "ალტ ინფო" აცხადებს, რომ მათი ყველა წევრის სახლი გაჩხრიკეს და ყველა გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე მივიდა სასულიერი პირი, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი