ჟანდარმებივით დგანან, ყაზარმად გადააქციეს პარლამენტი - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის მისვლასთან დაკავშირებით საგანგებო ზომები და განსაკუთრებული მობილიზებაა. 

ოპოზიციაში ამ ფაქტს შიშით ხსნიან. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ  "ქართულმა ოცნებამ"  საკანონმდებლო ორგანო დღეს ყაზარმად გადააქცია.

"შიშია, ყველგან როგორც ჟანდარმები ისე დგანან და ყაზარმად გადააქციეს დღეს პარლამენტი. შიში აქვთ, რომ არ კითხონ, კითხვასაც აზრი არ აქვს, უთხრან თავიანთი სათქმელი - ეს არის შიში!",- ამბობს ხატია დეკანოიძე.

5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.

პარლამენტის შენობაშიდაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს,  ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტები 12:00 საათიდან, გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი