პრეზიდენტებს შორის შეთანხმების შესრულებაა - ადმინისტრაცია უკრაინელი მეზღვაურების შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტარციაში ადასტურებენ, რომ უკრაინელი მეზღვაურებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. 

"დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა", - ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტმა მეზღვაურები შეიწყალა, თუმცა ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა, რაც ცხადყოფს, რომ უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობა ყოველგავრ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. საგულისხმოა, რომ ეს გათავისუფლება ბათუმში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე-იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი