შეესაბამება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას - ზელენსკი მეზღვაურების შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ უკრაინელი მეზღვაურებისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალებას ეხმაურება და წერს, რომ ეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამებმა. 

ფაქტს ზელენსკი Twitter-ზე გამოეხმურა. ცნობისთვის, უკრაინელი მეზღვაურების საქმეზე დაკავებულები სწორედ ზელენსკის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს.

"2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში დაკავებული უკრაინელი იური ხომიჩისა და ვოლოდიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი ციხიდან გაათავისუფლა.

მადლობელი ვარ ქართული მხარისა ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე-იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მათ ბათუმის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი