წულუკიანის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, ძალადობა არ იყო - "ოცნების" დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. 

"არ უნდა დადგეს. ძალიან გთხოვთ, თქვენ თავს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ჟურნალისტები. [...] ძალადობას არასდროს არ ვამართლებ, არავის მხრიდან, არანაირს. არც ამას, რაც ძალადობის მაგვარია ეხლა", - უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს. 

ბოჭორიშვილის აზრით, ის, რაც თეა წულუკიანმა სენაკის თეატრში გააკეთა, ძალადობა არ იყო.  

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს. "მთავარი არხი" მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა რაიმე მოქმედებები შესაბამისი უწყებების მხრიდან.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი