EMA-მ 12-17 წლის ბავშვებისთვის "მოდერნას" ვაქცინა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ევროპის წამლის სააგენტომ [EMA] ევროკავშირში "მოდერნას" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებში გამოყენება დაამტკიცა.

ეს მეორე კოვიდვაქცინაა, რომელითაც მოზარდებს აცრიან. მანამდე, მაისში, ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ ამავე ასაკობრივ კატეგორიაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

ევროკავშირის წამლის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, 12-დან 18-წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც ისე გამოიყენებენ "მოდერნას" ვაქცინას, როგორც 18-დან ზემოთ - ორი დოზა 4 კვირის ინტერვალით.

EMA-ს განცხადებით, კვლევაში 12-17 წლის ასაკის 3 732 პირი მონაწილეობდა. ვაქცინირებული მოზარდებიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ხოლო ვისაც პლაცებო გაუკეთდა, მათგან 4 პირი დაინფიცირდა.

დასკვნის თანახმად, "მოდერნას" ვაქცინა მოზარდებშიც ისევე ეფექტურია, როგორც ზრდასრულებში. იდენტურია გვერდითი მოვლენებიც, როგორებიცაა, ტკივილი ინექციის ადგილას, დაღლილობა, თავის და კუნთების ტკივილი, სიცხე და ა.შ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი