პოლიტიკურ მენეჯერებთან დებატზე მზად ვართ, მაგრამ არა კითხვა-პასუხზე - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისში გაკრულ სიძულვილის პლაკატებთან კავშირს უარყოფენ ან ამ თემაზე დასმულ კითხვას საერთოდ არ პასუხობენ. პოლიტიკოსები ისევ ამბობენ, რომ ჟურნალისტებს არ უპასუხებენ, ვიდრე მედიამენეჯერები და კრიტიკული ტელევიზიები "პოლიტიკაში" იქნებიან.

"ყველა კითხვაზე არის პასუხი, პრობლემა არის შემდეგში, რომ როდესაც მედია არის პოლიტიკაში, მაშინ აქ კითხვები არ არსებობს, აქ არის დებატი. ჩვენ მზად ვართ დებატში შევიდეთ პოლიტიკურ მენეჯერებთან, მაგრამ არა კითხვა პასუხის რეჟიმში, ეს არის პრობლემა. მანამ, სანამ თქვენი მედია მენეჯერები არიან პოლიტიკაში და ზოგადად ეს ტელევიზიები არიან პოლიტიკაში, აქ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური დებატი და არა კითხვა-პასუხი ჟურნალისტებთან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

კითხვას საერთოდ არ უპასუხა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის ჰომოფობიური პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც გააკრეს. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი