ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ნაც.მოძრაობის მედიასაშუალებები დაკავებული იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

​"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. მდინარაძემ კრიტიკულ მედიას "ნაც.მოძრაობის მედიასაშუალებები უწოდა". მისი მტკიცებით, ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ კრიტიკული მედია პოლიტიკური საქმიანობით იყო დაკავებული.

  1. ნაც. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ნაც.მოძრაობის მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაც პოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას
  2. ჩემს სიტყვებში რუსული ნარატივის ამოკითხვას ჭირდებოდა ლოგიკიდან ამოვარდნილი განსაკუთრებული ნაცური "ლოგიკა"
  3. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას - 100 დღე ველოდეთ, პირობებს ვასრულებდით, პოლარიზაციის ხარისხი პირიქით, გაიზარდა...

ცდილობენ პოლიტიკა და პარადოქსი ერთი მნიშვნელობის ორ სიტყვად აქციონ",- წერს მდინარაძე.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან არხი სპეციალურ რეჟიმში მუშაობას ასრულებს და კვლავ გადადის მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმზე.

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი