"ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასა და ამ თემაზე ჯიმ რიშის მიერ გაკეთებულ განცხადებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეხმაურება. როგორც ის Twitter-ზე წერს, "ოცნების" ეს გადაწყვეტილება "ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის" საუკეთესო არაა:
"არაა საუკეთესო გადაწყვეტილება "ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის", რითიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის იშვიათ გაკიცხვას გამოიწვევ", - წერს ტოომას ჰენდრიკ ილვესი.
ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.