"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იმდენად ცხადად ხედავს საკუთარ მარცხს, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას "თავზე იხევენ". მისი თქმით,
"გუშინ, ოცნება გავიდა დასავლური სივრციდან და პრაქტიკულად რუსეთი აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა ოცნებამ რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ასევე გუშინ, ოცნებამ გვანახა თავისი დამარცხებისთვის განწირული სახე.
ზედმეტი დეტალების გარეშე, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში და მნიშვნელობა არ აქვს, 43%იან პრინციპს აღიარებენ თუ არა, ჩვენ ამ რეფერენდუმს მოვიგებთ და ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება.
მე მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ პარლამენტს. ჩემი პრინციპული წინადადებით და თხოვნით, სუფთა ტექნიკურად პარტიული მეგობრები დარჩებიან იქ, რომ მთლიანად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურა ჩავამთავროთ და ქართული ოცნება იძულებული იქნება ეს გააკეთოს. ამის მერე ეს პარლამენტი დაიშლება და შედგება რიგგარეშე არჩევნები! ეს მოხდება ოქტომბერში!
ეს მთავრობა დასრულებულია, ოცნებამ დაანონსა თავის მარცხი - დარჩა ამის გაფორმება", - წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.
ამავე თემაზე: