"თეა მიკროფონი დააბრუნე!" - პროტესტის ნიშნად "ლიტერას" ნინო სამყურაშვილიც ტოვებს

გამოქვეყნდა:

პრემია "ლიტერა" პროტესტის ნიშნად დღეს, 29 ივლისს კიდევ ორმა კონკურსანტმა ნინო სამყურაშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ დატოვეს. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა კონკურსიდან წიგნი "ჯავშანი" მოხსა და მინისტრს მიკროფონის დაბრუნება შეახსენა.

"თეა მიკროფონი დააბრუნე!

#ჯავშანი საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოქალაქეების თავგადასავალია. მთავარი ხაზი კი რაც წიგნს გასდევს არის როგორ ჩაგრავდა და ანადგურებდა სისტემა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს...

მადლობა გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing - ს ნდობისთვის და საუკეთესო მუშაობისთვის, მაგრამ 'ლიტერაში' სადებიუტო ნომინაციაზე #ჯავშანის მონაწილეობა არ გამოვა", - წერს ნინო სამყურაშვილი. 

კონკურს ამ დროისთვის უკვე 11 მონაწილე გამოეთიშა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი