პროტესტის ნიშნად "ლიტერას" კიდევ ერთი კონკურსანტი, ეკა ქევანიშვილი ტოვებს

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ კონკურს "ლიტერაში" ერთი ჟიურის წევრი დანიშნა პროტესტის ნიშნად "ლიტერა" კიდევ ერთმა კონკურსანტმა - ეკა ქევანიშვილმა დატოვა. 

"ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში.

ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა.

მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს", - წერს ეკა ქევანიშვილი. 

ქევანიშვილი მე-5 მონაწიელა, რომელიც პროტესტის ნიშნად "ლიტერას" ტოვებს. ქევანიშვილის მსგავსი მიზეზით კონკურსიდან კანდიდატურა დღეს ირაკლი კაკაბაძემაც მოხსნა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი