ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი "ოცნების" მიერ მისელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებს მოთმინება გამოელიათ.
მისი თქმით, საქმე სერიოზულადაა.
"გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია. არასდროს მინახავს ის საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკას მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე.
ეს სერიოზულია. გამოფხიზლდით", - წერს ილვესი.
29 ივლისს ამერიკის საელჩო "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შტატები ძალიან შეწუხებული და გაბრაზებულია მმართველი პარტიის ამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ამავე თემაზე:
შეშფოთება სულ უფრო ღრმავდება უკანგადადგმული ნაბიჯების გამო - აშშ-ს საელჩო ანულირებაზე.