შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლსაც იყიდით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დღეიდან იწყებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახებისთვის რომლებსაც ახალშეძენილი შვილი ან შვილები ჰყავთ. 

ღარიბაშვილის თქმით, პროგრამის საშუალებით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა.

"დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს ინიციატივა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს გააჟღერა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი