ურცხვად ტყუილების ლაპარაკს განაგრძობს - მუხთარლი შს მინისტრს 5 კითხვას უსვამს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც იგი ზღაპრების მოყოლაში დაადანაშაულა პასუხობს და ამბობს, რომ "ყველა ზღაპარშია სიმართლე". მისი თქმით, ვახტანგ გომელაური მისი გატაცების დღიდან იტყუება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის, გარდაცვალების ფაქტსაც ეხმიანება და მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართავს, მათ შორის, რატომ გააყალბა პოლიციამ ბაკიხანოვის ჩვენება მას შემდეგ, რაც იგი თბილისში სცემეს და რატომ იმალებოდა მის სიკვდილის ფაქტი ორ კვირაზე მეტ ხანს?

"მეზღაპრე ჟურნალისტისგან მინისტრს 5 შეკითხვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს ზღაპრის დამადანაშაულა. ნებისმიერ ზღაპარში სიმართლე არის. მაგრამ ბატონი მინისტრი ჩემი მოტაცების დღიდან დღემდე ურცხვად ტყვილების ლაპარაკს განაგრძობს. მისი მოადგილე სამინისტროში, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ჩემი გატაცების გამო გაათავისუფლეს. სულ მცირე , ამის გამო უნდა დაფიქრებულიყო, სანამ ჩემს სახელს გაიხსენებდა. მე შევახსენებ მინისტრს, რომ ზღაპრის მოყოლა უფრო ღირსეულია ვიდრე ქვეყანა გადააქციო სოკარისა და ილჰამ ალიევის ფორფოსტად. ზღაპრის მოყოლა უფრო საპატიოა, ვიდრე ფულის გამო ჟურნალისტის მოპარვა ან მკვლელობის დამალვა. ზღაპრის მთხრობლები არ უჭერენ მხარს მათ, ვინც მოკლეს ჟურნალისტი ალექსანდრე. პირიქით, ალექსანდრეს მკვლელობაზე ილაპარაკებს და ხალხს სიმართლეს მოუყვება. ბატონო მინისტრო. თქვენ ჯერ კიდევ მალავთ ჰუსეინ ბაკიხანოვის მკვლელობას ბაქოსგან მიღებული ბრძანების შესაბამისად. კითხვები მაქვს.

  1. რატომ გააყალბა პოლიციამ ბაკიხანოვის ჩვენება მას შემდეგ, რაც იგი თბილისში სცემეს? მან არ დაწერა ჰუსეინის განცხადება ისე, როგორც იყო?
  2. პოლიცია უმცირესი დარღვევისა და ავტოავარიის შესახებაც რომ ინფორმაციას აწვდის თუმცა ბაქიხანოვის სიკვდილის ფაქტი ორ კვირაზე მეტ ხანს რატომ იმალებოდა? თუ მე არ გავავრცელებდი ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ, პრესა იქნება ინფორმირებული მომხდარის შესახებ?
  3. რატომ არ გადაეცემა მედიისთვის ბაკიხანოვის ვიდეოჩანაწერები რომლებიც სასტუმროს კამერებით არის გადაღებული? თქვენ ხომ ა ალექსანდრეს ჩანაწერები უცებ გაავრცელეთ.
  4.  12 ივლისს ბაკიხანოვი რომ სცემეს ის პირები ვინები არიან? რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ?
  5.  დააპატიმრეს ისინი, ვინც ბაკიხანოვს სცემეს?", - წერს აფგან მუხთარლი.

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯანელი ბლოგერი. ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმრო "სტამბაში" გარდაცვლილი იპოვეს.  აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის შენობიდან გადმოაგდეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ემიგრანტს 12 ივლისს აზერბაინაჯელთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც, ნაცემმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.  

ჟურნალისტი ჰუსეინ ბაკიხანოვის ისტორიასაც ყვება. ის აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსი იყო და 7 მაისის ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბაკიხანოვი მაშინ პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა. გარდაცვლილი ბაკიხანოვი ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი