ტერმინალი დალუქეს, ნავთობი დააყადაღეს - "ფრონტერასა" და სახელმწიფოს შორის დავა გრძელდება

გამოქვეყნდა:

"ფრონტერა რისორსიზსა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის დავა გრძელდება - მას შემდეგ რაც, "ოცნების" ხელისუფლებასთან კომპანიის ურთიერთობები დაიძაბა, ინვესტორები ქვეყნიდან გავიდნენ. აქ არსებული აქტივები კი ასევე ამერიკულ ინვესტორსა და კომპანიას - "გრინ კაპიტალს" დაუთმეს. 

ორ ინვესტორს შორის მიღებული ეს გადაწყვეტილება სასამართლოს ძალით "საქართველოს ნავთობისა და გაზის კოროპრაციამ" გააჩერა. რამდენიმე დღის წინ კი სუს-ისა და სამართალდამცავების დახმარებით მოპოვებული ნედლეულის კონფისკაცია მოხდა. 

ცნობისთვის "ფრონტერა ისთერნში" ახლა აღარ შედის "ფრონტერა რისორსიზ", 50-50 პროცენტიან წილებს "გრინ კაპიტალი" და "საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია" ინაწილებენ.

"ფრონტერა რისორზ ჯორჯია კორპორეიშენი საქართველოდან უკვე გავიდა, მორიგების გზით "გრინ კაპიტალთან". სასამართლომ დააყადაღა კორპორაციისა და სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე - ნავთობი, გაზი, როგორც "გრინ კაპიტალის", ასევე, "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასი", ასევე, "ფრონტერა რისორსის ფილიალის. [...] 

გაუგონარი რაღაც ხდება, რეალიზაციის უფლებას არ გვაძლევენ ნავთობის, გაზის, ჩაატარეს რაღაც სპეცოპერაცია იქ, დალუქეს ნავთობი, ჭაბურღილები. სააღსრულებო ბიუროს მიაღებინეს გადაწყვეტილება, სადაც მოვალე მხარედ ისტერნი მითითებული საერთოდ არ არის", - თქვა "გრინ კაპიტალის" იურისტმა, გიორგი ქიშმარიამ. 

"ფრონტერას" გენერალური დირექტორი, ზაზა მამულაშვილი ამბობს, რომ აქციონერების შეცვლა სახელმწიფოს საქმე საერთოდ არაა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მაღალი თანამდებობის პირები, შსს-სა და სუს-ის თანხლებით მივიდნენ კომპანიის ნავთობ ტერმინალზე, ის დალუქეს, იქ არსებული ნედლი ნავთობი კი სახელმწიფოს რეზერვუარებში წაიღეს. 

"ყოველგვარი კანონის, ყოველგვარი კონტრაქტის, ყოველგვარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ასეთი უფლება მათ არ აქვთ, პრაქტიკულად აჩერებენ კომპანიის საქმიანობას, სრულიად უკანონოდ", - თქვა მან. 

დაყადაღებული ობიექტი დედოფლისწყაროში მდებარეობს, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან "ფრონტერა ისთერნის" საოპერაციო ბლოკი, რომლის აქციონერიც "გრინ კაპიტალია".

განსაკუთრებულ ინტერესს საქმეში სუს-ის ჩართვა აჩენს. ამერიკელი ინვესტორები უსამართლობაზე საუბრობენ, რასაც დასავლეთიდან მომავალი ინვესტიციები ეწირებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი