ოქროს ფონდის ევაკუაციამდე საათები რჩება, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს არანაირი გეგმა, როგორ და სად მოხდება ეროვნული საგანძურის განთავსება.

საპატრიარქოს მიერ დასახელებულ სამუზეუმო სივრცეებში არც კი არიან ინფორმირებული რომ ექსპონატების ნაწილი მათ საცავებში უნდა განთავსდეს, შესაბამისად არც ჯანაშიას მუზეუმში და არც ამირანაშვილის მუზეუმის ტერიტორიაზე ხვალინდელი ევაკუაციისთვის სამზადისიც არ მიმდინარეობს.

მოქალაქეები კულტურის მინისტრისა და პრემიერის დუმილს ხმაურიანი პროტესტით უპასუხებენ. ამბობენ, რომ მმართველ გუნდი ისედაც ვანდალიზმს სჩადის, როდესაც ივანიშვილის ბიზნესინტერესების გამო 2 საუკუნოვან ამირანაშვილის სახელობის მუზეუმს დემონტაჟს უპირებს.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ მინისტრი საზოგადოების კითხვებს ხვალ, ევაკუაციის დაწყებამდე უპასუხებს.

წულუკიანმა კიდევ ერთ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - დააკმაყოფილებენ თუ არა ეკლესიის მოთხოვნას და გადასცემენ ანჩისხატს საპატრიარქოს.

თუ ეს მოხდება, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ სიწმინდეს ხმებში გაცვლის.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი