პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების ფონზე ხელახალი ჩაკეტვა აბსოლიტურად გაუმართლებელია. მისი თქმით, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს მცდარი გზაა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა ღარიბაშვილმა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, მათი ამოცანაა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრა ჩატარდეს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 გარდაიცვალა.