მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია | 15 წლის ლუკა სირაძის საქმე

გამოქვეყნდა:

15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი თავისუფალია. მსჯარდებულმა გამომძიებელიმა ციხე ვადაზე ადრე უდოს კომისიის გადაწყვეტილებით დატოვა. მაშინ როდესაც დაღუპული მოზარდის ოჯახი, სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დასრულებას და გამომძიებლისთვის, რომლის იძულებით მიღებული ჩვენება მოზარდის სუიციდის მიზეზი გახდა, ბრალის დამძიმებას ელოდებოდა, მედიისგან შეიტყო, რომ მართლმსაჯულება აღარ აღსრულდება.  

ეს კი, სირაძეების თქმით პირდაპირ მიუთითებს, რომ მარიანა ჩოლოიანი გავლენინი ნაცნობების მფარველობით სარგებლობს. ჩოლოიანის გათავისუფლებას დღეს დაკავებების სერია მოყვა. სამოქალაქო აქტივისტებს რომლებიც მოძალადე გამომძიებლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ პოლიცია დაუპირისპირდა.

ცნობისთვის, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტს
უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

დღეს, 5 აგვისტოს, ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ბრალდებული ე.წ. უდოს კომისიისთვის მეორედ მიმართვის შემდეგ გათავისუფლდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი