15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მან პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ბრალდებული ე.წ. უდოს კომისიისთვის მეორედ მიმართვის შემდეგ გათავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.

"ადგილობრივმა საბჭომ უარი თქვა, ამის მერე ჩვენ დაცვის მხარემ მარიანა ჩოლოიანის მიმართ ადგილობრივი საბჭოს მიერ გაცემული უარი გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში. [...] კოლეგიამ დააბრუნა უკან ადგილობრივ საბჭოს ხელახალი განხილვისთვის, სწორედ ამის შემდგომ მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა", - თქვა ადვოკატმა "მთავარ არხთან".

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი