იძულებულს გვხდიან, ჩვენ თვითონ მივაღწიოთ სამართალს - ლუკა სირაძის დედა

გამოქვეყნდა:

"იძულებულს გვხდიან, ჩვენ თვითონ მივაღწიოთ სამართალს" - ამბობს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის, დედა ელიკო ჩხიტუნიძე საქმეში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის 
გათავისუფლებაზე.

ლუკა სირაძის დედა ამბობს, რომ ჩოლოიანის გარდა, ბევრი დამნაშავენ არსებობს, ხოლო ჩოლოიანს მფარველობენ,  რათა სხვების სახელი არ გაასაჯაროოს. 

"გვიტოვებენ იმ განცდას, რომ სამართალს ვერსად ვიპოვით და იძულებულს გვხდიან, ჩვენ თვითონ მივაღწიოთ სამართალს. არ ვიცი როგორ, მაგრამ შურისძიებასაც აღვივებენ. ამას არ უნდა დიდი მოფიქრება და მოსაზრება, რომ აქ იყო წინასწარი მოლაპარაკება, რომ ეს გაჩუმებულიყო, თორემ არ გაჩუმდებოდა და კიდევ ვიღაცაზე იტყოდა რაც სათქმელი იყო, თორემ იქ ბევრი იყო დამნაშავე, ძალიან ბევრი",- ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე, ლუკა სირაძის დედა. 

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

დღეს, 5 აგვისტოს, ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ბრალდებული ე.წ. უდოს კომისიისთვის მეორედ მიმართვის შემდეგ გათავისუფლდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი