ამ სისტემის დედაც - ეს წარწერები გააკეთა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახლთან მდებარე გვირაბში და ამ გზით აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის დაკავება და გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა.
ესეც ბიძინას გვირაბი! ეძღვნება შუშანა მაცაბერიძეს კაპეზეზე. ყველგან ნახავთ ამ წარწერებს, - წერს ხოშტარია Facebook-ზე.
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, 5 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა - პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე დააკავეს.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.
მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.