რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას- ამ განცხადებით ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 13 წლის თავს.
ლატვია მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები.
"13 წელი გავიდა რუსეთის აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ. ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები", - წერს ლატვიის უწყება.
იხილეთ ასევე: