უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია- ესტონეთის პრემიერი 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა - ამ განცხადებით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აგვისტოს ომიდან 13 წლის გასვლას ეხმაურება. 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო. 

„13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში. მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია", - წერს კაია კალასი "ტვიტერზე".

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების კომენტარები საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურების ფონზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი