ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე პრესკონფერენცია გამართა, რომელიც 8 საათი გაგრძელდა.
ლუკაშენკომ ისაუბრა გასულ 1 წელზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომელზეც თქვა, რომ "წითელი ხაზების" გადაკვეთის შემთხვევაში, მზად იყო არმიაც გამოეყვანა ქვეყანაში.
ლუკაშენკომ ჟურნალისტ რამან პრატასევიჩს, რომელიც Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დასმის შემდეგ დააკავეს, პოლონეთისა და ლიტვის შეგზავნილი უწოდა, ხოლო ბელარუსი ათლეტის, კრისტინა ტიმანოვსკაიაზე თქვა, რომ მას "პოლონელები მართავენ"
(ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კრიტიკის შემდეგ ტიმანოვსკაია კომიტეტმა ოლიმპიადიდან მოხსნა და მისი ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადა)
პრესკონფერენციაზე ლუკაშენკომ ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტს "ძალიან მალე" დატოვებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვადა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკომ 80%-იანი მხარდაჭერით, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. შედეგების გამოქვეყნებას კი მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოპოზიცია და ხალხი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა.
აქციებზე დააკავეს ათიათასობით ადამიანი, არიან დაღუპულებიც.