ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში შექმილ ეპიედმიოლოგიურ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ მდგომარეობა საგანაგაშოა. მისი თქმით, ყოვლისშემძლეები არ არიან და უჭირთ გარკვეული სირთულეების დაძლევა.
"მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მისი ყველა უწყება და სიპი, ასევე, ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში ნამდვილად არიან ჩართული პროცესისი მართვაში, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას ასევე, მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენ გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და მნიშვნელოვნად დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, მეოთხე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე და რთული იქნება, რადგან დელტა შტამი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება.
დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.