"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვებენ. პოზიციას იზიარებს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატიც. კახა კალაძე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ იქნება.
"რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება. არჩევნები იქნება 2024 წელს, როგორც არის ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული",- ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.