გელათის მონასტრის დეკანოზი, მამა იოანე ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები არასათანადოდ ჩატარდა. რა ფინანსურ ხარვეზებს გულისხმობს ის სასულიერო პირი არ აკონკრეტებს. 

"დაშვებულია შეცდომა და ამას ახლა, რა ვქნათ, ყოველ დღე - რატომ გააკეთეთ ასე, რატომ გააკეთეთ ასე, - არ იყო კვალიფიციური გუნდი, მერე იყო რაღაც ცოტა სიზარმაცეც, როგორც ხედავთ, იყო კიდევ ბევრი, არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ იკვეთება დანაშაულებრივი ფაქტორები ფინანსური სახის. ეს ერთი წელია, მადლობა ღმერთს, ყველაფერი ნორმალურად მიდის", - თქვა დეკანოზმა. 

"ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ორი ეკლესიის გადასახურად მილიონ ხუთასი ათას ლარამდე იყო გამოყოფილი, თუმცა ფული მხოლოდ უხარისხო სამუშაოებში დაიხარჯა. 

მისი აზრით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, თუ რაში დაიხარჯა ფული და რატომ არ ჩატარდა სამუშაოები ხარისხიანად. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი