ქალი ოფიციალური მკვლელია, ვერც ჯანდაცვის სამინისტრო აჩერებს, ვერც NCDC - ნიკა გვარამია წულუკიანზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კულტურის სამინისტროს მიერ თელავის თეატრში დღეს დაგეგმილ კონცერტს ეხმაურება და წერს, რომ თეა წულუკიანი ოფიციალური მკვლელია.

"წულუკიანს ხუმრობით ან უტრირებულად არ ვეძახი ჯალათეას. აგერ, შეხედეთ, ქალი ოფიციალური მკვლელია. მიჯრით მიწყობილად ატარებს კონცერტებს. ვერც ჯანდაცვის სამინისტრო აჩერებს თავისი ღია და მკაფიო მოწოდებებით და დაგმობით, ვერც დაავადებათა კონტორლის ცენტრი, ვერც ექიმების უზარამაზრი არმიის მიმართვა.

კლავს და ავრცელებს სიკვდილს", - წერს ნიკა გვარამია.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, დღეს, 10 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება. კულტურის სამინისტროს ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრება.

დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი