აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.
"ვიცი, რომ ამით ზოგიერთ ადამიანს გავანაწყენებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა მოვითხოვოთ. მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს" ამბობს ფაუჩი.
აშშ-ს პირველი ინფექციონისტი თვლის, რომ ეს აუცილებელია მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის, განსაკუთრებით დელტა შტამის გავრცელების პირობებში.
შეგახსენებთ, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებშიც.