კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციებთან მიმართებაში რეკომენდაციებით მიმართავენ. მისი თქმით, ნაადრევია საუბარი, თუ რა იქნება კონკრეტულად ეს რეკომენდაციები.

"დღეს არის ოთხშაბათი, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი