კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ორთაჭალაში ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულება ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადაკეთდა. აღნიშნულის მოტივი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობაა.

ყოფილ ციხეს "ალტერნატიული კულტურული სივრცე N12" დაერქვა. 

"ხელოვანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები და თანამედროვეობას უფრო შეეფერება, რომ გარკვეული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდეს არა ტრადიციულ, კლასიკურ სივრცეებში, როგორიც შეიძლება იყოს დიდი თეატრები ან თუნდაც, ოპერა ან მუზეუმი, არამედ ეს ხდებოდეს ალტერნატიულ სივრცეებში. თბილისში ასეთი იქნება „ალტერნატიული სივრცე N12“. ჩვენ სიმბოლურად შევინარჩუნეთ ეს სახელი, რათა ჩანდეს, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის ადგილი გადაიქცევა კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს", - თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ ხელოვანს. თბილისიდან თუ რეგიონებიდან პროფესიულ და მოყვარულ დასებს საშუალება ექნებათ სარეპეტიციო სივრცით ისარგებლონ, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები თუ სხვა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი