NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
კვლევის შედეგების მიხედვით:
კვლევის მიხედვით, 61% ხვალ რომ არჩევნები იყოს, მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ბევრი არ არის ჩამოყალიბებული, თუ რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.
რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? კითხვა მათთვის, ვინც სავარაუდოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას (61%) პასუხები შემდეგია:
NDI განმარტავს, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. მათი თქმით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ამავე თემაზე: