"ატარონ პროცესი რამდენიც უნდათ, ჩემი ფეხი იქ არ იქნება" - ელენე ხოშტარიას პასუხი სასამართლოს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი. წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების შევიწროვებას იწყებს. ამჯერად სამიზნეში ელენე ხოშტარიაა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მოულოდნელად  სასამართლოში დაიბარეს.

მაშინ როდესაც 5 ივლისის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, ხელისუფლება სასამართლოს ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.  ელენე ხოშტარია არ აპირებს სასამართლოზე მისვლას - არ ვაპირებ სასამართლოზე გამოცხადებას და ამ ცრუ ფარსში მონაწილეობას, ატარონ პროცესი რამდენიც უნდათ, ჩემი ფეხი იქ არ იქნება  - თქვა "დროას" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე.

"უბრალოდ, სასაცილოა და სასაცილოსთან ერთად, ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძალადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში, მეც მეძახიან სასამართლოში" ამბობს ხოშტარია

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, სიმბოლურად, ხოშტარიამ მტავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შესახებ, როგორც ძალადობის და სისხლის სიმბოლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი