ჩემ მიმართაც დაწყებულია ამაზრზენი ნიაღვარი სოციალურ ქსელებში - ანა დოლიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ეტაპი - ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მათ შევიწროებას უკვე კარგად ნაცნობი ხერხებით ცდილობს. 

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, ელენე ხოშტარიას სასამართლოში დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპონენტებს წინასაარჩევნო პერიოდში საქმიანობა გაურთულოს.

"ჩემ მიმართაც დაწყებულია ამაზრზენი ნიაღვარი სოციალურ ქსელებში. გასაგებია, რომ აუცილებლად იქნება თავდასხმები და იერიშები ოპონენტების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, ისევ ორპოლუსიან ბრძოლად გადააქციოს ეს არჩევნები",- ამბობს ანა დოლიძე, რომელიც მისმა პარტიამ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

პარტია "დროას" ლიდერსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას სასამართლოში იბარებენ. ხოშტარია ამბობს, რომ იმ მისვლას არ აპირებს.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი