"საელჩოს ევაკუაცია არ მზადდება" - აცხადებს ავღანეთის საკითხებში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ზამირ კაბულოვის თქმით, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები "წყნარად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას".
კაბულოვი ამბობს, რომ თალიბანმა რუსეთისა და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს უსაფრთხოების გარანტიები მისცა.
შეგახსენებთ, რომ თალიბანი დღეს უკვე დედაქალაქ ქაბულში შევიდა. ავღანეთიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია კი გრძელდება.
ვითარება მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში ვითარება გამწვავდა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ს მისია ავღანეთს დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დატოვებს. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება, რომლებიც საელჩოს დაიცავენ.