ავღანეთის პრეზიდენტმა, რომელმაც ქაბულში, თალიბანის შესვლის შემდეგ ქვეყანა დატოვა, განმარტა, რომ გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო:
"დღეს რთული არჩევანის წინაშე დავდექი - დავრჩე შეიარაღებული თალიბების წინ, რომლებსაც სასახლის აღება უნდათ, თუ დავტოვო ძვირფასი ქვეყანა, რომლის დაცვასაც ბოლო ოცი წელი მივუძღვენი. თუ არ შევაჩერებდი, უამრავი პატრიოტი დაიტანჯებოდა, ქაბული განადგურდებოდა, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა ამ ექვს მილიონიან ქალაქში.
თალიბები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ მთელ ქაბულს და ხალხს. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, სჯობდა აქედან წასვლა" წერს ფეისბუქზე აშრაფ ღანი
ბოლო ინფორმაციით, თალიბანმა უკვე დაიკავა ქაბულში, პრეზიდენტის სასახლე.